კრიზისი კოალიციაში

პრემიერი ალასანიაზე: პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული და კეკლუცობა

[ირაკლი ალასანიამ] კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის განმავლობაში და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ, რაზეა საუბარი და რაზე მელაპარაკებით საერთოდ. ჩვენ ვაკეთებთ რეალურ საქმეს და რეალურ პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, რაღაც კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია, ჩვენ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცებს. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემთვის მთავარი.

განახცადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიაზე საუბრისას.

კომენტარები