კახა ბენდუქიძე

ბოკერია: ბენდუქიძე იყო თავისუფლების ყველაზე თანმიმდევრული ქომაგი

ორი დღის წინ, საქართველომ და არა მარტო საქართველომ დაკარგა კახა ბენდუქიძე. ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველო ყოფილიყო უფრო თავისუფალი, რომ საქართველოში ყოფილიყო მეტი თავისუფლება. ის იყო თავისუფლების ყველაზე თანმიმდევრული ქომაგი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება კახა და მისი ღვაწლი და ყოველთვის ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ანექსიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან

კომენტარები