გია ბარამიძე

ბარამიძე: 15 ნოემბრის აქციამ პრემიერის განცხადებებზე გავლენა იქონია

15 ნოემბრის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ერთიანობა, რომ მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად პოლიტიკური დევნისა, მიუხედავად პუტინის გამოგზავნილი მილიარდებისა, ქართველი ხალხი ვერც გატეხეს, ვერც იყიდეს, ვერც დააშინეს. ამ აქციამ კვლავ დააბრუნა საქართველო ყურადღების ცენტრში იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც უნდა იყოს საქართველო ამ დღეებში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის ახალი ფაზა მზადდება. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერმინისტრის გამონათქვამებზე ამ აქციამ ზეგავლენა იქონია.

განაცხადა გია ბარამიძემ რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები