ბრიუსელში ვიზიტი

ბოკერია: პრემიერის ქცევა მაგონებს ჩრდილოეთ კორეის ისტორიას მსოფლიო ჩემპიონატზე

ღარიბაშვილის ამბავი პირდაპირ მაგონებს ჩრდილოეთ კორეის ისტორიას მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ საკუთარ ქვეყანას ატყუებდნენ, რომ არ წაუგიათ ეს თამაში. განსხვავება ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ჯერჯერობით, და იმედი მაქვს დარჩება, შესაძლებლობა იმის, რომ თვითონ აკვირდებოდეს მოვლენებს. ყველამ ერთად ვიხილეთ ევროკომისარ მოგერინის საჯარო განცხადება, ევროკავშირის წერილობითი განცხადება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, რომ უნდა შეწყდეს და არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალს, ოპოზიციას მეტი სივრცე უნდა მიეცეს და საქმით უნდა დაკავდნენ ამ ყველაფრის ნაცვლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა პრემიერის მიერ ბრიუსელში ვიზიტის შეჯამება შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული გახდეს. მან აღნიშნა, რომ "ეს იყო [ბრიუსელში შეხვედრების] განხილვის ერთ-ერთი თემა, ვინაიდან მათი სურვილიცაა, რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს და უფრო კონსტრუქციული გახდეს და ითანამშრომლოს მთავრობასთან".

კომენტარები