ფარული მოსმენები

იზორია ფარულ მოსმენებზე: მაშინ შსს გავაუქმოთ საერთოდ, თუ ინსტიტუტს არ ენდობი

პირველი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე. ის არგუმენტი, რომელიც მესმის ამ დისკუსიაში, რომ ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა გასაღები და  სხვას ყველას, ვისაც გინდათ, ყოველგვარ დასაბუთებას და სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გავაუქმოთ საერთოდ, რადგან თუ არ ენდობი ერთ ნაწილში ინსტიტუტს და ამბობ, რომ ლოგიკურად ეს გამოიწვევს უკანონობას, მაშინ ბუნებრივია, სხვა ნაწილშიც არ ენდობი და საერთოდ სისტემას არ ენდობი.

განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

კომენტარები