რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს, სამწუხაროდ, მათი მთელი საგარეო პოლიტიკა იმგვარად წარიმართა, რომ ჩვენ მივედით იმ რეალობამდე, სადაც მივედით - ის, რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ის, რომ უფრო მეტი ტერიტორიაა დღეს ოკუპირებული, ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე. ასე რომ, მათი სვლები ხშირ შემთხვევაში იყო გაუმართლებელი. ასე რომ, არ მგონია, მათ მიერ შემოთავაზებულ გარკვეულ ნაბიჯებს ჩვენ უნდა ავყვეთ. უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული, მხოლოდ მშვიდობიანი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან აქტიური ჩართულობით და მათი მხარდაჭერით შეკავება რუსეთის და არა სხვა რაიმე აგრესიული ნაბიჯით, რომელიც უფრო მეტ პროვოკაციას გამოიწვევს რუსეთის მხრიდან.
tbl.ge/vgq
დაკოპირდა
განაცხადა პარლამენტის ვიცესკიპერმა მანანა კობახიძემ აფხაზეთის ანექსიაზე ენმ-ის შემუშავებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას ოპოზიციის შეთავაზებები არ წაუკითხავს. ცნობისთვის, ენმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას და გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტში რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება განიხილეს
- ილია II: ე.წ შეთანხმება ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს
- უმრავლესობის ფრაქციები: ე.წ ხელშეკრულება ოკუპაციის განმტკიცებას ემსახურება
- ბერუჩაშვილი: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ვმუშაობთ
- საგარეო უწყება: ე.წ. ხელშეკრულება ნათლად ადასტურებს რუსეთის შორსმიმავალ გეგმებს