აფხაზეთის ანექსია

კობახიძე: საქართველო არ და ვერ შეეგუება იმ რეალობას, რასაც გვთავაზობს რუსეთი

მე არ წამიკითხავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ის, რომ საქართველო არ შეეგუება და ვერ შეეგუება იმ რეალობას, რასაც გვთავაზობს ამ შემთხვევაში რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი, ეს არის ცალსახა. ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთის ეს აგრესიული ქმედება, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისკენ, იყოს შეჩერებული. მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, მშვიდობიანი მოლაპარაკების და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევაკავოთ ჩვენ რუსეთის ქმედებები.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები