აფხაზეთის ანექსია

წულუკიანი ანექსიაზე: გონივრული პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში სტაბილურობაა

წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ჰყავს დღეს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი და ამავე დროს, გონიერი მთავრობა, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, მაგრამ ამავე დროს, არაფერს არ გააკეთებს გაუფრთხილებლობით, ისე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი, ან თითოეული ინდივიდი საქართველოში დაზიანდეს. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. თქვენ ნახეთ, რომ ორი წლის განმავლობაში, უკომპრომისო, მაგრამ გონივრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობაა, ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ამევე დროს, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს და ჩვენ ერთ დღეს გავაერთიანოთ ქვეყანა და დავიბრუნოთ ის ხალხი და ტერიტორიები, რომლებიც დღეს ძალით საზღვრის იქით არიან და მათი უფლებები ირღვევა.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმებაზე.

კომენტარები