აფხაზეთის რკინიგზა

გოცირიძე: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ფოთის და ბათუმის ნავსადგურებს გააჩერებს

პუტინმა საქართველოს რკინიგზას დაუმიზნა. თანაც ეს განაცხადა ჩვენთვის დამამცირებელ დროს და ცინიკური ფორმით: აფხაზეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებისას. თითქოს ჩვენი აზრი არც კი აინტერესებდეს. 

საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა: გახსნით რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს? მიიღებთ გაჩერებულ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს. (ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებაც ამას შეუწყობს ხელს).

სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტი მგონი კარგად გესმით. თუ რამდენად ლოიალური იქნება სომხეთი გარანტირებული გზის მიღებით, ესეც ადვილი მისახვედრია (არ თქვათ, როცა გვინდა, ჩავკეტავთო. ეს ლარსი არაა)! ეკონომიკური საჭიროებით ამართლებთ? დათვალეთ კარგად, რა ტვირთები იმოძრავებს და ეს ილუზიაც გაგიქრებათ.

წერს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე Facebook-ში.

კომენტარები