მე ვემიჯნები ორივე პოზიციას. ისტერიას იმის შესახებ, რომ არიქა, დავიღუპეთ და ახლა სამყარო დამთავრდა და აღარაფერი აღარ იქნება. იმიტომ, რომ ამ ამბის პროპაგანდისტები, თქვენი ტელევიზია მათ შორის, ამ ისტერიის პროპაგანდისტები, მე ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, მე მესმის, ეს ემოციაა, რომელიც სრულიად ადამიანურია, არაპირდაპირ აღიარებთ ამ ხელშეკრულებების ლეგიტიმაციას და ეს ცუდია. არც იმათი არ მესმის, ვინც ამბობს, რომ საერთოდ არაფერი არ ხდება, დიდი ამბავი და გავატაროთ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ლეგიტიმური, ზუსტად იმ ხელშეკრულებების რანგში დგას, რომელიც მანამდე ოთხმოცი აქვს კიდევ ასეთი რუსეთს და აფხაზეთს ერთმანეთთან ხელმოწერილი.
tbl.ge/f37
დაკოპირდა
უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ტაბულას კითხვას ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებაზე.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტში რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება განიხილეს
- ილია II: ე.წ შეთანხმება ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს
- უმრავლესობის ფრაქციები: ე.წ ხელშეკრულება ოკუპაციის განმტკიცებას ემსახურება
- ბერუჩაშვილი: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ვმუშაობთ
- საგარეო უწყება: ე.წ. ხელშეკრულება ნათლად ადასტურებს რუსეთის შორსმიმავალ გეგმებს