აფხაზეთის ანექსია

ზაქარეიშვილი: სოჭში გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი წარმატების ნიშანია

ვითარება იგივეა, უბრალოდ, აფხაზებმა თვითონ გაართულეს დღეს. ეს კარგია. თვითონ გაართულეს ვითარება. ანუ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა. ხედავს, რომ საქართველო მიდის ევროპისკენ, ცალსახად, მკაფიოდ მიდის ევროპისკენ, მიუხედავად იმისა, რომ გვაბრალებენ პრორუსულ პოლიტიკას. რატომ გააკეთა ეს რუსეთმა? მას უნდა, როგორმე აფხაზეთი მაინც დაიტოვოს. ამ ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი წარმატების ნიშანია ცალსახად. იმიტომ, რომ... პირველად რა ერქვა დოკუმენტს? შეიძლება, არ გახსოვთ. რუსეთთან ასოცირებასთან ხელშეკრულება. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ასოცირების ხელშეკრულებაზე... მეტიც, გადმოწერილი იყო ასოცირების ხელშეკრულებიდან ძაან ბევრი პოზიცია. ანქვაბის დროს რომ ხელშეკრულება იყო... ამიტომ, ჩვენ შესაბამისად, ცალსახად, მკაფიოდ უნდა ვიაროთ იმ მიმართულებით, რომელიც მიუღებელია რუსეთისთვის, ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ.

უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა არჩევანის კითხვას, "ანუ თქვენთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თქვენი წარმატების ნიშანია"?

კომენტარები