რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ზაქარეიშვილი: კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ ჩვენ აფხაზეთის მძევლად

ცალსახად, ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა. გაამართლა პოლიტიკის გაყოფამ, სადაც ვერ ვთანხმდებით, ერთი პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან, სადაც ვთანხმდებით - იქ მეორე პოლიტიკა გვაქვს. ჟენევაში ვლაპარაკობთ კონფლიქტებზე, კარასინი-აბაშიძის ურთიერთობებში ვლაპარაკობთ სხვა ურთიერთობებზე. გაამართლა, რომ ჩვენ არ ვაქციეთ კახეთი და სხვა რეგიონები - სამეგრელო, იმერეთი, აფხაზეთის მძევლად. აფხაზეთი #1 პრობლემაა, ტკივილია ჩვენი. #2-ც, იყოს, #5-ც იყოს, მაგრამ #6 პრობლემა კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ ჩვენ აფხაზეთის მძევლად. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ძალიან დიდი წარმატებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები