ფარული მიყურადება

ბერძენიშვილი: ბესელიას ჰგონია, ადამიანის უფლებები უფრო დაბლაა, ვიდრე უშიშროება

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი კონტროლი უნდა არსებობდეს. ჩვენ ვიხრებით დემოკრატიისკენ, ისინი [ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი] უფრო იხრებიან უშიშროებისკენ. ეს მთელს მსოფლიოში ცნობილი კამათია - ადამიანის უფლებები უფრო მაღლა დგას თუ უშიშროება. საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას, ვიდრე უშიშროება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქ იქნება ბევრი სიტყვა, ბევრი ბრალდება, ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა ეს კანონპროექტი. ბესელიას დაწერილს შეიძლება, არ ჰგავდეს. იმიტომ, რომ ტექსტი ძალიან ჰგავს ბატონი იზორიას ტექსტს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე.

კომენტარები