ნიკა გილაური

გილაური: ბიზნესომბუდსმენობა იურიდიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს ხელშეკრულებებს

მართლა მქონდა შემოთავაზება EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის) პრეზიდენტისგან, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციაა უკრაინის ახლადშექმნილი ბიზნესომბუდსმენის ოფისის საბჭოს ერთ-ერთი წევრი (და იდეის ავტორიც). კიევშიც ვიყავი ჩასული, შევხვდი საბჭოს ყველა წევრს (მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს) და საბჭოსგანაც ერთსულოვანი შემოთავაზება მივიღე. თუმცა ბოლოს უარის თქმა მომიწია იმის გამო, რომ როგორც გაირკვა, ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მართალია - იყო ამის შესახებ შემოთავაზება, თუმცა ჩემი და ჩემი კომპანიის სხვა არსებულ კონტრაქტებთან იურიდიულ კონფლიქტში მოსვლის გამო, ეს საკმაოდ საინტერესო გამოწვევა ვერ მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა, განსაკუთრებით EBRD-ის პრეზედენტს ბატონ ჩაკრაბარტის და უკრაინის რეგიონალრ დირექტორს ბატონ აჯუნერს, უკრაინის ომბუდსმენის ოფისის საბჭოს წევრებს და უკრაინის მთავრობის წევრებს. ასევე მადლობა ყველას, ვისაც ჩემ შესახებ გაგონილი კარგი ამბავი გაეხარდა.

წერდა ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური Facebook-ში 4 ნოემბერს. ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გუშინდელი ჩართვისას განაცხადა, რომ ნიკა გილაურის უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას ხელი საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ შეუშალა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და განაცხადა, რომ თუ გილაური ბიზნესომბუდსმენად დაინიშნებოდა, საქართველო შეწყვეტდა ურთიერთობას ევროპულ ბანკთან.

კომენტარები