საპატრულო პოლიცია

პრემიერი: ჩემი დევიზია ძლიერი შსს, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სპეცსამსახურები

სამწუხაროდ, მოქალაქეებს და ადამიანების ვიწრო ჯგუფს არ ესმით იმის თუ რატომ უნდა იყოს უფრო ძლიერი პოლიცია, თუ რატომ უნდა იყოს უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. სწორედ ჩემი დევიზია - ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლის და ძლიერების საწინდარი. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენი ძალიან მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი. მე მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურთ თქვენი ძლიერება - რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს! მათგან განსხვავებით, ჩვენ, მეც, თქვენთან ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, 24-საათიანი მუშაობით და დაუღალავი შრომით ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს მშენებლობა. ეს გზა გაიარა ყველა ძლიერმა, წარმატებულმა სახელმწიფომ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები