კუბლაშვილი: იმაზე მეტად როგორ უნდა დაასუსტო შსს, ვიდრე ჭიკაიძის მინისტრობაა?

ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაასუსტო შსს იმაზე მეტად, როდესაც ასეთი მინისტრი გყავს, როგორიც დღევანდელი მინისტრი ჭიკაიძეა, რომელიც 9 თვეა უკვე, პარლამენტში მოსვლას ვერ ბედავს. ეს ჩვენი, პარლამენტის სისუსტეც არის, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ რეალური მაკონტროლებელი აღმასრულებელი ხელისუფლების. როდესაც შს მინისტრი ვერ მოდის აქ, იმიტომ, რომ არც კომპეტენცია ყოფნის, არც გამბედაობა და არც შინაარსი, რომ აქ რამეზე ილაპარაკოს, ეს არის პრობლემა შსს-სი და აქედან უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე და საზოგადოებას, პატრულის დაარსების 10 წელი მიულოცა. მისი თქმით, "თუ დღეს გვაქვს რაიმე კრიტიკა შსს-ს მიმართ, ეს კრიტიკა არ ეხება იმას, რაც უკავშირდებოდა პატრულის საქმიანობას".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები