ფარული მოსმენები

ბესელია: მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების საფუძველს

თუ ამ ყველაფერს შევხედავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან, ადამიანის უსაფრთხოების და უფლებების დაცვის დაბალანსების პრინციპიდან, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების საფუძველს. უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა დგას არა ჩვენი პოპულარობა და ჩვენი პირადი იმიჯი, არამედ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი პირადი უფლებები.

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დღესვე გადაეგზავნება.

კომენტარები