ფარული მოსმენები

კალაძე მოსმენების კანონპროექტზე: ძალიან ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს

პროცესი არის ძალიან ჯანსაღი და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან მისასალმებელი. ცოტა რთული იქნება რაიმე კომენტარი გავაკეთო ამ კონკრეტულ შემოთავაზებაზე, დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. ეს უფრო კომპეტენტური პირების საკითხია. მე ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უსაფრთხოება, უშიშროება. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონპროექტს მიიღებენ, რომელიც არ შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განვითარებას. 

განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შეფასებისას.

კომენტარები