საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ქუცნაშვილი: მეგობრული ჟესტი იქნებოდა, იანუკოვიჩი რომ დაგვენიშნა მინისტრად?

წარმოიდგინეთ, უკრაინის სახელმწიფომ ბრალი წაუყენა და ბრალს სდებს ყოფილ პრეზიდენტს [ვიქტორ იანუკოვიჩს]. ახლა საქართველოს მთავრობას რომ ჭკუა გადაეკეტოს, გონება გადაერიოს და ეს კაცი მოიწვიოს საქართველოს რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელად. უკრაინის მთავრობას წაყენებული აქვს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალი. ეს იქნება მეგობრული ჟესტი უკრაინის სახელმწიფოს მიმართ? ჩაითვლება ეს ნორმალურად? საზოგადოების მიერ აღქმული ბრალდებულად და საზოგადოების მიერ აღქმული, რომ საკუთარ სამშობლოში არ ეცხოვრება, სააკაშვილი კანონზე მაღლა დადგა. არც ერთ საკითხზე, გირგვლიანის საქმეზე ჩვენებასაც კი არ აძლევს და იმალება კამერების უკან დადგმული სცენარების ქვეშ. ასეთი კაცი უნდა იყოს სამაგალითო? და მეგობრული ჟესტი იქნება, რომ უკრაინის ბრალდებით წარდგენილი პირი მოვიწვიოთ საქართველოს მთავრობაში? წინა პრეზიდენტი მყავს მხედველობაში. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა არჩევანში კითხვაზე, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა რატომ გააფუჭებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, როგორც ეს დღეს ქართველმა მინისტრებმა აღნიშნეს.

კომენტარები