საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ნოდია: მთავრობა თანამედროვე ცივილიზაციისა და ისტორიის შეგრძნებას აცდენილია

რამდენად პოლიტიკურად სწორია და მომგებიანია უკრაინელების მხრიდან უცხოელების დანიშვნა მინისტრებად, მათი საქმეა. რა თქმა უნდა, ყოფილი მთავრობის წევრებისგან ამ ექსპერიმენტზე დათანხმება სარისკოა, რადგან უცხო, თუნდაც ძალიან მეგობრულ ქვეყანაში მტკივნეული რეფორმების ჩატარება რთული იქნება, წარუმატებლობა კი ადვილად დაგბრალდება. მაგრამ დღევანდელი მთავრობის რეაქცია ამ ყველაფერზე სამარცხვინოა, სხვა სიტყვა არა მაქვს. ის მეტად უხერხულ მდგომარეობაშია და გამოჩნდა, როგორც თანამედროვე ცივილიზაციისა და ისტორიის შეგრძნებას აცდენილი. "დიპლომატიურ ჩავარდნაზე" ლაპარაკი და პრემიერის ვიზიტის სასწრაფოდ დაგეგმვა ძალიან სასაცილოდ გამოაჩენს. გაჩუმდი მაინც, ან რაიმე ბუნდოვანი და ზრდილობიანი თქვი. საზოგადოებამ კი ჭკუა უნდა ისწავლოს, რომ არ დაუჭიროს მხარი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც წინამორბედების გინების გარდა სხვა იდეა და უნარი არ გააჩნია.

პოლიტოლოგი გია ნოდია უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების პოსტებზე დანიშვნაზე.

კომენტარები