ეკონომიკური კრიზისი

ნამჩავაძე: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს გზა ეკონომიკურ კრიზისში მიდის

ბოლო 2 წელიწადში:

საქართველოს სახელმწიფო ვალი გაიზარდა დაახლოებით 1.7 მილიარდი ლარით, მშპ-ის 32.1%-დან 34.5%-მდე.

საქართველოს ცენტრალური მთავრობის დეპოზიტები შემცირდა 400 მილიონი ლარით (წინა წლებში დაგროვილ თანხას ხარჯავენ, ნაცვლად იმისა, რომ დანაზოგებს ზრდიდნენ).

საქართველოს უცხოური სავალუტო რეზერვები შემცირდა 244 მილიონი დოლარით (აქაც წინა წლებში დაგროვილ დოლარს ხარჯავენ, ნაცვლად იმისა, რომ ამატებდნენ და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას ზრდიდნენ. თან ლარი მაინც უფასურდება).

ჯამში, ლარის და დოლარის რეზერვებიდან დახარჯეს 800 მილიონ ლარზე მეტი და პლუს ისესხეს დამატებით (გასტუმრების გამოკლებით) 1.7 მილიარდი ლარი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ეს გზა ეკონომიკურ კრიზისში მიდის. ამ დროს, მთელი დღე ვუსმენ ეკონომიკური გუნდის სხვადასხვა მინისტრების ტრაბახს, თუ როგორი წარმატებულები არიან!

წერს ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე Facebook-ში.

კომენტარები