საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

სესიაშვილი: ცხრაწლიანი რეჟიმის შემოქმედთა უკრაინაში დანიშვნა მიუღებელია

ჩვენ პირველ რიგში სურვილი გვაქვს, რომ  უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად ვიაროთ ევროპისკენ. ცხადია, დაინტერესებულები ვართ, რომ მათ ჰყავდეთ ძლიერი ხელისუფლება, ორიენტირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩემთვის მიუღებელი იქნება უკრაინაში, მაღალ თანამდებობებზე იმ პირების დანიშვნა, რომლებსაც, თავის მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩვენს ქვეყანაში 9 წლის მანძილზე არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებაში. ამიტომ, ცხადია, დაინტერესებული ვარ, რომ უკრაინას ჰქონდეს ძლიერი და კარგი მომავალი.  

განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნაზე.

კომენტარები