საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ჯაფარიძე უკრაინაში დანიშვნებზე: საგარეო უწყებას ეაქტიურა, ელჩს ნუ დავაბრალებთ

უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო ჩვენი საგარეო უწყება, უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო კონტაქტები უკრაინასთან, უფრო ხშირი უნდა ყოფილიყო ვიზიტები, ახლა ამას ბატონ უკლებას ნუ დავაბრალებთ. 

განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ უკრაინის ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნაზე. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას გამოიწვევს.

კომენტარები