ბიძინა ივანიშვილის როლი

სუბარი: რამ დაუგროვა ამდენი ბოღმა ალასანიას, მართლა არ მესმის

დავიღალე, რა - ერთსა და იმავეს ლაპარაკობს ყოველდღე და რატომ არ იღლება, არ მესმის. მე შემიძლია, გითხრათ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში "ალიანსი საქართველოსთვის", როცა ჩვენ ვიბრძოდით თბილისის მერობისთვის და თვითმმართველობის არჩევნებში, მე არ გამიგია მისი მხრიდან ამის მეათედი ლანძღვა მაშინდელი ხელისუფლების, სააკაშვილის, თბილისის მერის და ა.შ., რასაც ახლა აკეთებს. რამ დაუგროვა ამდენი ბოღმა, მართლა არ მესმის.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ირაკლი ალასანიას მიერ პრემიერისთვის მოწოდებაზე, რომ "ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს".

კომენტარები