პოლიტიკური დევნა

ბერძენიშვილი: მარტო ჟოაო სუარესი არ არის მთელი მსოფლიო

სააკაშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამიტომ, ბატონი ჟოაო იქნება თუ სხვა ვინმე იქნება, მოითხოვს, რომ იყოს როგორც სწრაფი სასამართლო, ისე სამართლიანი სასამართლო. ბატონი სააკაშვილი ამაში ხელს არავის არ უწყობს. საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები ბევრია, მაგრამ გაცილებით მეტი პრეტენზია იქნებოდა, უდანაშაულო ადამიანები რომ დაგვეჭირა და დამნაშავეები გარეთ დაგვეტოვებინა. მაპატიეთ, მაგრამ, აქ სხვებიც არიან, უცხოელებიც მათ შორის, რომლებიც ითხოვენ სულ სხვა რამეს. მარტო ბატონი ჟოაო არ არის მთელი მსოფლიო.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ჟოაო სუარესის წერილზე, რომელშიც წერია, რომ გამოძიებებს პოლიტიკური ხასიათი აქვს. სუარესი დავით უსუფაშვილს აფრთხილებს, რომ ეს პროცესები ქართული დემოკრატიის მიერ მიღწეულ წარმატებებს აყენებს ჩრდილს.

კომენტარები