ბიძინა ივანიშვილი

თამაზაშვილი: ილია ჭავჭავაძის შემდეგ ივანიშვილისნაირი ინტელექტუალი არ გვყოლია

ივანიშვილი საერთოდ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. შეიძლება მან რჩევა მისცეს და რატო არ უნდა მისცეს, ესეთმა ინტელექტუალმა როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რატომ არ უნდა მისცეს დავუშვათ, შენიშვნა, თუნდაც ოცნების წარმომადგენლებს და თუნდაც ყველას ვისაც ჭკუა მოეკითხა. ის, მთავრობის საქმეებში არ ერევა. ალბათ ის რომ ჩარეულიყო, ის რაც ხდება აქამდე, არც მოხდებოდა. ზვიად ჯანყარაშვილი გადაიღალა ამდენი მუშაობით. ჯანყარაშვილმა დიდი საქმეები გააკეთა. იგივე გააკეთეს სხვებმაც. ასე რომ, ბიძინა არაფერ შუაშია. და საერთოდ, ამ კაცზე ბიძინა ივანიშვილზე დაანებონ ბევრ ლაპარაკს თავი, რადგანაც კაცმა, რომელმაც უსისხლოდ მოგაგებინა, კაცმა, რომელმაც თითქმის საქართველო გადაარჩინა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ ასეთი ინტელექტუალი აღარ გვყოლია, უნდა დაანებონ ამ კაცს თავი რა

განაცხადა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში

კომენტარები