საყდრისი

კბილაშვილი: საყდრისში არც მარტვილები გვყავს და არც მოწამენი

როდესაც ჩვენ კანონის გადასახედიდან ვხედავთ გელათს, ბაგრატს და საყდრისს და ნებისმიერ იმ ობიექტს, რომელსაც ადამიანის კვალი აქვს და ასი წელია გასული, თანაბრად დაცული ობიექტებია, მაგრამ როცა ღირებულებით ასპექტში ვიხილავთ კონფლიქტს, მე გელათს და ვარძიას ვერ შევადარებ საყდრისს, იმიტომ, რომ მაგალითად, რა არის ვარძია? - თავდაცვის ციტადელი საქართველოს ისტორიაში. გელათი და ბაგრატი -  აკადემია, სულიერება და რელიგია. საყდრისი? ეს არის ოქროსკენ მიმართული ძიება. ადამიანი ყოველთვის ეძებს ოქროს და გამდიდრებას, იქ არც მარტვილები გვყავს და არც მოწამენი.

განაცხადა კომპანია RMG GOLD-ის ინტერესების დამცველმა არჩილ კბილაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები