ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ბესელია: შევახსენებდი მომწვევს, სააკაშვილზე დაპატიმრების ბრძანებაა გაცემული

ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება სახალხო პარტიის და არა ევროპარლამენტის. მე, უბრალოდ, შევახსენებდი ამ ადამიანს[სარიუშ ვოლსკის], ვისგანაც ეს მოწვევა მოდის, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართ არის გაცემული სასამართლოს მიერ დაპატიმრების ბრძანება. ევროპარლამენტი, ბუნებრივია, პატივს სცემს სუვერენული ქვეყნების შიდა იურისდიქციას და სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამიტომ სააკაშვილის იქ მისვლა, ბუნებრივია, ატარებს სამართლებრივი კუთხითაც გარკვეულ ძალიან უხერხულ მომენტებს, რბილად რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის მიწვევა, ეს არის მისი მეგობრის ვოლსკის მიწვევა, რომელსაც უხარია, დაინახოს სააკაშვილი იმ ფორმატში. ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა მისი მხრიდან, არ მგონია, რომ არის აღსაქმელი სერიოზულად. სამართლებრივი კუთხით, ბუნებრივია, პრობლემაა, იმიტომ, რომ ამ ადამიანის მიმართ გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც ეხება საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე ევროპარლამენტში ექსპრემიერ მიხეილ სააკაშვილის მიწვევასთან დაკავშირებით.

კომენტარები