პროკურატურის რეფორმა

ცაგარეიშვილი: რად გვინდა პროკურატურის რეფორმირება, თუ იქ წესრიგშია ყველაფერი?

ეტყობა, აუცილებელი იყო, დაშლილიყო ხელისუფლება, თავისუფალი დემოკრატები გამოსულიყვნენ ამ უმრავლესობიდან, რომ შემდეგ მმართველ გუნდს გახსენებოდა, რომ აუცილებელია ბევრი წინასაარჩევნო დანაპირების შესრულება, მათ შორის შს სამინისტროს რეფორმირების შესახებ, მისი დაყოფა ორ უწყებად - უშიშროების ორგანოების გამოტანა შს სამინისტროდან. ასევე აუცილებელი ყოფილა პროკურატურის რეფორმირება და რად გვინდა პროკურატურის რეფორმირება, თუ იქ წესრიგშია ყველაფერი? თუ იქ სამართლიანად მიმდინარეობს პროცესები? მე ვფიქრობ, რომ არ გვჭირდება პროკურატურის რეფორმა.

პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც ამ რეფორმაზე იმუშავებს.

კომენტარები