ხუბუტია: პუტინისა და ღარიბაშვილის ხასიათებს შორის ბევრ დამთხვევას ვხედავ

პირადად მე ძალიან მინდა, რომ პუტინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შედგეს! დიახ, ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი და ძალიან იმედიანად ვუყურებ საქართველოს დღევანდელ პრემიერმინისტრს, რომელიც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა და პოლიტიკოსია. პუტინისა და ღარიბაშვილის ხასიათებს შორის ბევრ დამთხვევას ვხედავ - ორივენი ძალიან "მიმწოლი'' ტიპი და ორივე თავ-თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტია. მე რუსეთის პრეზიდენტისთვის არ მიკითხავს, ვის დაელაპარაკება და ვის - არა. მარგველაშვილი ჩემი სამშობლოს პრეზიდენტია და მის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ პრაგმატული დიალოგი შედგეს, ერთმანეთს უნდა შეხვდნენ პუტინი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. დარწმუნებული ვარ, პუტინი ღარიბაშვილს შეხედავს, როგორც უმცროს მეგობარს, ძალიან თავაზიანად დაელაპარაკენა და რუსეთ-საქართველოს შორის დაიწყება ძალიან კარგი დიალოგი.

რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია ვლადიმირ პუტინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეხვედრაზე.

კომენტარები