ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი: ვინც ოპონენტსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია

ამ ბოლოს ლანძღვაზე გადავიდნენ ოპონენტები. მე ძალიან მიყვარს კრიტიკა, თვითკრიტიკა და ძალიან მიყვარს ოპონენტი. ის ვინც კრიტიკას არ ღებულობს, საკუთარი თავის მტერია. ქართველებს აქვთ „ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერიაო", მე გადავაკეთე და ნახევრად ხუმრობით ვეუბნები ჩემს შვილებს, „ვინც ოპონენტსა არ ეძებს, ის თავის მტერია", თუ ოპონენტს არ ეძებ, თუ არ გინდა განსხვავებული აზრი მოისმინო, მაშინ შენს შეცდომებს ვერ მიხედავ და შეიძლება ძალიან აცდე რეალობას

განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას

კომენტარები