ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ამერიკელებს არ ყვარებიათ რეიგანი

ამერიკელებს არ უხარიათ როცა ვეუბნები, არ ყვარებიათ რეიგანი, მე საოცრად მიყვარს რეიგანი. საოცარ პატივსა ვცემ, რამეთუ მან ჩემი აზრით ძალიან დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში. საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ხსნა. ახლა გასაგებია, ბევრი უბედურებები მივიღეთ ჩვენ და მოვიწვნიეთ, ჩვენი გამოუცდელობით, მაგრამ ის რაც მოხდა, მოხდა აბსოლუტურად ლოგიკურად. რეიგანი მოვიდა და თქვა, მე დავიწყებ მტრობით რუსეთთან და დავასრულებ მეგობრობით, სხვა ყველა პრეზიდენტმა დაიწყო მეგობრობით და დაასრულა მტრობით, მაგრამ ჩემს ყოფაში მან ჩემი აზრით ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმ თავისუფლებაში, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და მიიღეს ბევრმა ხალხებმა.

განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას

კომენტარები