ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ალექსანდრე დიუმა ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ალექსანდრე დიუმა მიყვარდა ძალიან, როდესაც მოზარდი ვიყავი, 12-13 წლის, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, რაც მქონდა, წიგნი ასარჩევად არ მქონდა, არავინ არ მირჩევდა სახლში რასაც მოიტანდნენ სამი მუშკეტერი მაქვს ალბათ ზეპირად ვიცოდი 20 წლის შემდგომ, გრაფი მონტეკრისტო, უფრო გვიან შემიყვარდა დუმბაძე. მაგრამ ალექსანდრე დიუმა ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია. ყველაზე მეტი დრო მაქვს დახარჯული და ყველაზე მეტი დრო დამიხარჯავს. პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ჯორჯ ორუელი გამომადგა. 1984, ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას და ხშირად ვიხსენებდით ციტატებს

განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას

კომენტარები