ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: დავაკმაყოფილებდი ზოოპარკს, უარი რომ ეთქვათ სხვა დაფინანსებაზე

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ჩემებმა დაიწყეს ზოოპარკთან ურთიერთობა, იჩივლეს, რომ უჭირთ ცხოველების გამოკვება. დახმარება მთხოვეს და მე ვუთხარი, რომ მთელ ზოოპარკს გამოვკვებავ თანამედროვედ, როგორც არის, ყველაფერს მოგცემთ, ოღონდ ყველანაირ დაფინანსებაზე სხვაზე უნდა თქვათ უარი. იმ წუთში ჩაიკეტნენ. ეს იყო ფეხბურთზეც ზუსტაც. იმიტომ [თქვეს უარი] რომ ვერ შეუმოწმებ შემოსავლებს, ბიუჯეტიდან ღებულობენ დაფინანსებას, შენ გთხოვენ, შეიძლება სამი მხრიდან დაფინანსება იყოს, ეს ნაციონალებმა მასწავლეს მე, ბევრ რაღაცებს ვუფინანსებდი და თურმე სამი მხრიდან დაფინანსება ჰქონდათ. ღებულობდნენ გრანტებს საიდანღაც და კიდევ ბიუჯეტიდან რიცხავდნენ იქ. მე უკვე ჭკუა ვისწავლე ამ მიმართულებით და შესაბამისად ვუთხარი, მე დაგეხმარებით, მაგრამ ეგრე არა, რომ გამოგიგზავნოთ რაღაც და მე არ ვიცოდე სად წავიდა. მთლიანად დავაკმაყოფილებ ზოოპარკს, რა თანხაც, როგორი ტიპის საკვებიც გინდათ შეუკვეთეთ, საუკეთესო, ოღონდაც უარი უნდა თქვათ ბიუჯეტის და სხვა ტიპის დაფინანსებებზე, ყველაფერზე. რა თქმა უნდა ჩემთან აღარ შემობრუნებულან

განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "მშვიდობით იარაღო"-ში სტუმრობისას

კომენტარები