საყდრისი-ყაჩაღიანი

აბაშიძე საყდრისზე: აუცილებელია შეიქმნას საგამოძიებო კომისია

ვხედავთ, რომ მთავრობის თავმჯდომრე საუბრობს, როგორც სტერილურ, რაღაც კულტურულ ძეგლზე, რაც მიუღებელია. აუცილებელია, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც თავიდან ბოლომდე შეისწავლის იმ პროცესებს, რაც საყდრისთან იყო დაკავშირებული. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და აქედან გამომდინარე იცით, რომ ამაზე პასუხისმგებლობის საკითხები უნდა გაირკვეს. ამაზე, არა მარტო საზოგადოება და ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტში, ამავე დროს ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა საყდრისის საბადოს სტერილური ძეგლი უწოდა.

კომენტარები