პროკურატურის რეფორმა

პეტრიაშვილი: პროკურატურის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

პროკურატურის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეუთოს დასკვნაში ძალიან სერიოზული რეკომენდაციებია უშუალოდ სასამართლოსთან მიმართებაში. თუმცა, პროკურატურის საქმიანობა მართლაც უკვე რეალურად გამოკვეთილად პოლიტიკურ თამაშში, ორთაბრძოლაში გამოყენებულ ინსტრუმენტად შეიძლება აღვიქვათ. მითუმეტეს, თავად პროკურორების მხრიდან მოდის აღიარებითი ჩვენებები ტელევიზიით, ღიად და საჯაროდ, როდესაც ამბობენ, რომ არ არსებობდა მოტივი ეგრეთწოდებული კაბელების საქმეში დაკავებული ადამიანების მიმართ. ეს იერიში მიიტანეს როდესაც ძალიან სერიოზულად დაზიანდა სწორედ იქ თავდაცვის უწყება, ის რგოლი, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. იქ, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებას ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის წინააღმდეგ. აქ ესეთი კამპანიური ხასიათის დაჭერა ხორციელდება იმ ადამიანების, რომელთა მიმართ თვეების მანძილზე ვერ მოიძიეს საკმარისი მტკიცებულება პროკურორებმა და შემდგომ მიმართეს სასამართლოს საქმის გადავადებით. ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. პროკურატურის რეფორმა სასწრაფო და გადაუდებელია.

აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა თეორემაში.

კომენტარები