საყდრისი-ყაჩაღიანი

პრემიერი საყდრისზე: დიახაც, შევქმნი პირობებს, რომ გააგრძელოს კომპანიამ მუშაობა

ათასზე მეტი ადამიანი იყო მოსული კანცელარიასთან. მე ამ ადამიანებს პასუხი უნდა გავცე. მე არ ვიცი, თუ გნებავთ, შევინარჩუნოთ არქეოლოგიური ობიექტი, დავაკონსერვოთ და 3000 ოჯახი გავუშვათ სახლებში. მე ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და არ ავიღებ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ 3000 ოჯახს მე დავიცავ. დიახაც, იქ შევუქმნით პირობებს, რომ გააგრძელოს კომპანიამ მუშაობა და გააგრძელოს ამ 3000-მა ოჯახმა მუშაობა. თუ რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, ამას გამოიკვლევენ, გაარკვევენ, მაგრამ არსებობს პროკურატურა, არსებობს პოლიცია, არსებობს კულტურის სამინისტრო - ჯერ აცადეთ ამ ხალხს, ამათ გამოიკვლიონ. რატომ ჩქარობენ პოლიტიკოსები და იღებენ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს; რატომ პოპულისტობენ; რატომ ცდილობენ, რომ მასებზე მოახდინონ გავლენა, თუმცა, ეს მასა არაა განსაკუთრებული

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საყდრისზე კომპანია RMG Gold-ის მიერ სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

კომენტარები