ჩხუბი პარლამენტში

ბობოხიძე: უმრავლესობის წევრისგან წამოსული გინება იყო, რასაც ვუპასუხე გინებით

საქართველოს მოსახლეობას მე იქვე მოვუხადე ბოდიში, იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაულია ის, რომ ჩართულ მიკროფონში ვთქვი ის, რაც ვთქვი. მაგრამ ვიმეორებ - ჩემი პასუხი ქართული ოცნების, უმრავლესობის წევრისგან წამოსული გინება იყო, რომელსაც მე ვუპასუხე გინებით და ყოველთვის ვუპასუხებ, ოღონდ მომავალში ვეცდები, გამორთული მიკროფონით. ვინც შემაგინა, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, რადგან როდესაც ვსაუბრობდი, ვუყურებდი თავმჯდომარეს. როდესაც მე ვთქვი, რომ დედა რუსეთში მოგიწევთ გაქცევა - წამოვიდა გინება. თუკი თქვენ ნახავთ ვიდეოჩანაწერს, ნახავთ, რომ მე ვაგინებ მას, ვინც მე შემაგინა. თუმცა, საქართველოს მოსახლეობისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რომ ჩართულ მიკროფონში შევიგინე და საქართველოს პარლამენტის მიკროფონებიდან ისმის გინება. საქართველოს მოსახლეობას ვუხდი ბოდიშს, მაგრამ ეს ბოდიში ვერაფრით ვერ იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შეიგინეს და რომლის პასუხსაც მოჰყვა ეს ყველაფერი. ამას, შემდეგ მოჰყვა დანარჩენი წევრების აგრესია. ბუნებრივია, რომ ქართული ოცნება, ეტყობა, ბოლო დღეებში თავს დამარცხებულად თვლის და გადაწყვიტეს, რომ რაღაც, ფიზიკურ გამარჯვებაში მაინც გადაიტანონ თავიანთი გამარჯვება. სანამ მართალი მგონია თავი, არავის წინაშე ვაპირებ უკან დახევას. ერთადერთი, მაშინ დავიხევ უკან, როდესაც ვიგრძნობ, რომ ვინმესთან ან რამესთან არ ვარ მართალი.

 

პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა. თავდაპირველად სხდომათა დარბაზიდან მას შეაგინეს, რასაც ბობოხიძემ საპასუხო გინებით უპასუხა. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო.

კომენტარები