ილია მეორე

პატრიარქი: ბიუჯეტიდან მიღებული თანხები სასწავლებლებს ხმარდება

ის, რასაც აძლევს სახელმწიფო ეკლესიას, მთლიანად ნაწილდება სასწავლებლებზე. მარტო საშუალო სკოლა 40-მდეა, თავისი ხელფასებით, მთელი ხარჯებით ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი უნივერსიტეტები, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა სახლები. ეს დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, თითქმის ნახევარსაც არ ჰყოფნის. ჩვენ ვცდილობთ სადღაც ვიშოვოთ, ვიღაც შემოგვწირავს და იმას ვუმატებთ, თორემ ჩვენთვის ეს არ ნაწილდება, სამღვდელოება აქედან ხელფასებს არ ღებულობს.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების შესახებ, პირველი არხის ეთერში, გადაცემაში მშვიდობით იარაღო.

კომენტარები