პარიზის ტერაქტი

ბოკერია: პარიზის ტერაქტი არის თავდასხმა ზოგადად თავისუფლებაზე

ეს არის თავდასხმა არამარტო სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ, ზოგადად თავისუფლებაზე. ეს არის სერიოზული გამოწვევა, ამიტომ ჩვენი, ყველას ამოცანა, ვისაც გვსურს, რომ საკუთარი თავისუფლება დავიცვათ და თავისუფალ სამყაროში ვიბრძოლოთ, არის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სერიოზულად, ვიყოთ მზად ამ ბრძოლისთვის, ვიყოთ თანმიმდევრულები თავისუფლების დაცვაში ყველა მისი გამოვლენებისას.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ პარიზის ტერაქტის შეფასებისას საფრანგეთის საელჩოში, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

კომენტარები