Charlie Hebdo

ვაშაძე: Charlie Hebdo-ს ხარისხი იქ კალაშნიკოვით შეჭრის უფლებას არავის აძლევს

ჩემი მოკრძალებული აზრით, Charlie Hebdo შემოქმედებითი თვალსაზრისით არის ნაგავი. მაგრამ ეს არავის, არც ერთი რელიგიის მიმდევარს, არ აძლევს უფლებას, კალაშნიკოვით შევიდეს რედაქციაში და ადამიანები მოკლას. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ამ ჟურნალის ის ნაწილი, რომელიც სამ მონოთეისტურ რელიგიას ეხებოდა, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც რაღაც ღირებულებების მატარებელია, მთავარია საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ის, რაც მონტესკიემ მე-18 საუკუნეში თქვა - ნებადართულია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული. აქ იწყება ადამიანის უფლებები. პიროვნება დგას სახელმწიფოზე მაღლა. სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ პიროვნება დაიცვას და არა პირიქით. Charlie Hebdo-ს მაგალითმა დაგვარწმუნა, რომ სამართალი არ არის მორალის სფეროში. ეს არის პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელი კატეგორია, რომელიც ჩვენ ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნავს. ჩვენ თუ ამას წავშლით და ყველაფერს იმ სფეროში გადავიყვანთ, სადაც იწყება სხვადასხვა რელიგიების ადეპტების დისკუსია ჭეშმარიტებაზე, ჩვენ დავამთავრებთ კალაშნიკოვებით.

აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, პარიზში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.

კომენტარები