Charlie Hebdo

რატიანი: პუტინის რუსეთი და ფუნდამენტალიზმი ერთი მეგა პრობლემის შემადგენელია

თუ Charlie Hebdo-ს მოვლენები დაჩრდილავს უკრაინას, რომელიც ევროპის ცენტრია და სადაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის და, მათ შორის, ჩვენი ბედიც წყდება, მაშინ რუსეთი კვლავ მოძლიერდება და ეს ძალიან დრამატული იქნება არა მარტო საქართველოსა და უკრაინის, არამედ მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის. მოძლიერებული რუსეთი გაცილებით უფრო საშიშია, რადგან ის დიდი სახელმწიფოა. ის მოვლენები, რომლებიც ფუნდამენტალიზმს ახლავს თან, შეიძლება მეორეხარისხოვანიც კი აღმოჩნდეს ამ პრობლემასთან შედარებით. პუტინის მსგავსი პოლიტიკოსები, რა საკვირველია, ეცდებიან ამას, მაგრამ, არამგონია, რომ დასავლეთმა, 11 სექტემბრის შემდგომი გამოცდილების ფონზე, გამიჯნოს ეს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთი მეგა პრობლემის სხვადასხვა შემადგენელი. ფუნდამენტალიზმი ძლიერდება მაშინ, როდესაც ძლიერდება ისეთი ტერორისტული სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთი. მე-20 საუკუნის ბოლოს დასავლურ სამყაროს წარმოედგინა, რომ რუსეთი უკვე მეორეხარისხოვანი პრობლემა იყო და მთავარი პრობლემა იყო ფუნდამენტალიზმი. თავად 11 სექტემბერს წინ უძღვოდა აფეთქებები მოსკოვში. მაშინ დასავლურმა სამყარომ ჩეჩნეთის პრობლემა მიანდო მთლიანად რუსეთს და იქ მოხდა ძალიან სერიოზული დანაშაულებები. დღეს უკრაინაში, ევროპის ცენტრში არის ომი და ამიტომ არ მგონია, იგივე ისტორია განმეორდეს.

აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები