ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

თაქთაქიშვილი: არ მინდა, ჩინელების გამო აპროტესტებდნენ უნივერსიტეტის გაუქმებას

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განადგურება არის დანაშაული ამ ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე!!! და მე არ მინდა, რომ ჩინელების ზიზღის გამო აპროტესტებდნენ უნივერსიტეტის გაუქმებას!

ისინი, ვინც ჩინელების "საფრთხეს" ებრძვიან, არასოდეს იქნებიან ახალი, თანამედროვე, ამერიკული უნივერსიტეტის აშენების მომხრე! ეს უნდა გვესმოდეს.

მე მინდა, რომ ვუხსნიდეთ მათ, ვისაც შრომისმოყვარე, პატიოსანი ჩინელები საფრთხე ჰგონიათ, რომ ისინი მოატყუეს! ისინი მოატყუეს მათ, ვინც ამ ზიზღს ქადაგებდა, ვინც ამბობდა, ჩინელები გვართმევენ ქვეყანასო და დღეს სწორედ ეს ხალხი უწყობს ხელს ჩინელების ინვესტიციებს ხელს.

ჩინური ინვესტიცია ზოგადად კარგია!! ხოლო უნივერსიტეტის განადგურება ცუდი, გინდ ჩინელმა ქნას ეს და გინდ ვინმე სხვამ.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი facebook-ზე. ცნობისთვის, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვის გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩინელებს მიყიდეს ქართული განათლების კერა“.

კომენტარები