ჭიკაიძის გადადგომა

ღვინიაშვილი: ჭიკაიძის გადაყენება არ უშველის ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას

რეალურად, ჭიკაიძე არასდროს არ ყოფილა მინისტრი და ის არასდროს ასრულებდა მინისტრის ფუნქციებს. მისი მოღვაწეობა და მუშაობა ემსახურებოდა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის დამალვას და სტატისტიკის შელამაზებას. ვფიქრობთ, რომ ჭიკაიძის გადაყენება არ უშველის დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. იცით, როგორ გარბის ლარი, რა დღეშია ეკონომიკა და ვფიქრობ, რომ სხვა შესაბამისი მინისტრებიც უნდა იყვნენ გადაყენებული. მე არ მგონია, რომ ჭიკაიძის გადადგომის მიზეზი ვაზაგაშვილის საქმე იყოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს და რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ ერთადერთ კაცთან - ბიძინა ივანიშვილთან.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრობიდან გადადგომის შესახებ.

კომენტარები