იური ვაზაგაშვილის საქმე

ივანიშვილი: ბატონ იურის ღვაწლი უდიდესია იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ძალადობაზე

ტრაგედია, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბისაა, თუ გნებავთ,საერთაშორისო დონის ტრაგედია მოხდა საქართველოში. მე მინდა, გავიხსენო ბატონი იურის ღვაწლი იმ ცვლილებებში, რაც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა. როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, როდესაც გუნდი ჩამოყალიბდა, ერთ-ერთი პირველი გახლდათ ბატონი იური. მას უდიდესი ღვაწლი და უდიდესი წვლილი აქვს იმაში, რომ ჩვენ მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, მსხვერპლს ვერ ავცდით და ეს შედეგია იმ ძალადობის... მე დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ სწორედ ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც უარი ვთქვით და ბატონ იურის ძალიან დიდი წვილი ჰქონდა ამ პროცესში.

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

კომენტარები