ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგადოების ჭარბი ნდობა დავიმსახურე

ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი ნდობა მაქვს, ან ზედმეტი ნდობა მაქვს, როგორც გინდათ, რა ტერმინიც ვიხმაროთ, ეს ჩემით მაქვს მოპოვებული, ეს არც ალასანიას და არც მარგველაშვილს ჩემთვის არ უჩუქნიათ. ჩემი მოღვაწეობით, ჩემი შრომით, მე მივაღწიე იმას, რომ საზოგადოების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე. წამოსვლას ამით ვამართლებდი, რომ ამ ნდობის გადანაწილება უნდა მოხდეს ისევ საზოგადოებაზე და საზოგადოების ნაწილი უნდა გავხდე და წევრი მთელი საზოგადოების. მთავრობა და ხელისუფლება მთლიანად საზოგადოების ნაწილია და როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ, რომ უნდა დავრჩე და ყველაზე მეტად უსუფაშვილი ცდილობდა, მას რამდენჯერმე ავუხსენი, ამ ახსნაში და პროცესში მონაწილეობდნენ მარგველაშვილი და ალასანიასთანაც ხშირად გამიკეთებია მსგავსი განმარტებები, რომ ეს ნდობა, ზედმეტი ნდობა, რაც მე გამაჩნია საზოგადოებისგან, ჯობია მთლიანად საზოგადოებას გადავუნაწილო და არა მხოლოდ მის ერთ ნაწილს. მათ აბნევთ ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის, რაც მე მაქვს საზოგადოებისგან. საზოგადოების ზედმეტი ნდობა. ჩემ სიტყვას ცოტა მეტი ფასი აქვს, ვიდრე, ვთქვათ, ექსპერტებიც ძალიან მაკრიტიკებენ, ექსპერტებად წოდებულნი. ექსპერტებად წოდებულს ვიმეორებ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ საკუთარ ანალიზში. ვერ აცნობიერებენ ერთ რამეს, რომ ჩემ სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს. რამეთუ ცოტა გადაჭარბებული ნდობა მაქვს საზოგადოებიდან. მეტი ანგარიშის გაწევა უწევთ. რომც არ ვთქვა, მაინც ანგარიშს უწევენ, რამეთუ იციან ჩემი პოზიცია. თუ გახსოვთ და გაიხსენებთ ალასანიას ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც წამოვიდა ხელისუფლებიდან, კითხეს, რომ სამი მინისტრი იყო თქვენი პარტიიდან, რამე გავლენას თქვენზე ახდენდა? აბა რას გაიხსენებთ? ვერაფერიც ვერ უთხრა, თქვა - არ ვიცი, მაგრამ, როგორღაც თქვა, სულ მეჩვენებოდა თუ მგონია, რომ ის მაინც მართავს. ეს ეჩვენებათ და ეს ჰგონიათ სწორედ, რომ მე მაქვს ნდობა, ჩემ სიტყვას აქვს ცოტა მეტი ძალა და იციან ჩემი პოზიცია გამოკვეთილად. ის, რომ ჩემ სიტყვას აქვს ოდნავ მეტი ძალა, ვიდრე ვთქვათ ის ექსპერტებიც, ვინც მაკრიტიკებენ, ვიდრე მათ სიტყვებს აქვს გავლენა. არადა რჩევებს და მოწოდებებს საკადროს თუ სხვა ტიპისას, ექსპერტები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე მე ვაკეთებ. არავინ არ უშლის, მათ აქვთ ამის უფლება. მე ვინ ამიკრძალა, რომ ვინმეს რჩევა მივცე საჯაროდ ან გნებავთ ტელეფონით თუ ვინმე დამირეკავს. შესაბამისად, ისინი ვერ აცნობიერებენ ამას და ჰგონიათ, რომ მე ვმართავ. კიდევ ვიმეორებ უკვე მესამედ თუ მეოთხედ, რომ მე მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების. ვცდილობ საზოგადოებას მივცე ის მუხტი, რაც მათგან მიღებული მაქვს და მთელ საზოგადოებას გადავუნაწილო. მაქვს პოზიცია და მაქვს ღირებულებები, რის შესახებაც მათ ძალიან კარგად იციან და რომელთაც მე არ ვუღალატებ. აქედან გამომდინარე, ძალიან მიფრთხილდებიან

განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრობისას

კომენტარები