ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბოკერია ივანიშვილის ინტერვიუზე: რას ვერჩოდით ჭიკაიძეს

სულ გვგონია ხოლმე, რომ ამაზე მეტი სისულელე რა შეიძლება თქვას ამ კაცმა, მაგრამ ივანიშვილი ყოველ ჯერზე გვაკვირვებს და ახალ რეკორდებს ხსნის. რას ვერჩოდით ჭიკაიძეს, როცა თქვა, კრიმინალი მშვენიერ დღეშიაო. დღეს ამ კაცმა მთელ საქართველოს დასცინა და გვითხრა, რომ ლარი არის მშვენიერ დღეში და ხალხის ბრალია, რომ უჭირთ, იმიტომ, რომ არ იციან ფულის დაბანდება ისე კარგად, როგორც ივანიშვილმა. ეს ყველაფერი სასაცილო არ არის სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ამ კაცს აქვს სრული ძალაუფლება და არის საშიში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ის ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს, ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ახლა ემუქრება პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ ეს კაცი სასწრაფოდ უნდა ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას დემოკრატიული გზით

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია, ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ექსპრემიერმა განაცხადა, რომ ლარი, ეროვნული ვალუტა, რომელიც გაუფასურდა, "ადეკვატურად იქცევა".

კომენტარები