კორძაია: ხალხს არ სჯერა, რომ ივანიშვილი უბრალოდ სამოქალაქო სექტორის წევრია

როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ხარ, საჯაროდ უნდა აკეთებდე ამ ყველაფერს[მთავრობის წარმომადგენლებისთვის რჩევების მიცემა] და მაშინ დაიჯერებს ხალხი, რომ ხარ რეალურად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. იქ გაჩნდა ეჭვები ზუსტად, იმიტომ რომ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია და ინდივიდუალურად ურჩია პრემიერმინისტრს. 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა განაცხადა. თამარ კორძაია ივანიშვილის ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისთვის რჩევების მიცემაზე საუბრობდა.

კომენტარები