ირაკლი ალასანია

ალასანია: ბიძინასთან მართლები ვართ. თავიდანვე დაგვიწყო ზურგში დანის ჩარტყმა

თავდაცვის სამინისტროს ხუთი უდანაშაულო თანამშრომელი იმიტომ დააკავეს, რომ ჩემზე ჩრდილი გადმოსულიყო. ეგონა, რომ რა წარმატებებიც თავდაცვასა და საგარეო საკითხებში იყო, მარტო ჩვენთვის გამოვიყენებდით. ეს იყო ქვეყნის წარმატება. ვიღაცას ეს არ უნდოდა, მაგრამ ჩვენ არ წავსულვართ კოალიციიდან. ზურგში დანა ჩაგვარტყეს და ისე გაგვიშვეს. ბიძინასთანაც მართალი ვართ, იმიტომ, რომ თავიდანვე, როდესაც ორი თვის მოსულები ვიყავით ხელისუფლებაში,  იმ წუთში დაიწყო ჩვენს ზურგში დანის ჩარტყმა, რომ ვიღაცამ რაღაცა უთხრა და აქედან გამომდინარე ვიცე პრემიერობის სტატუსი მომიხსნეს.

თქვა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

კომენტარები