ქართული ოცნების დაპირებები

აბაშიძე: უფსკრულამდე ბევრი არ გვიკლია, ხელისუფლება სამართავად მზად არ არის

ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. არა მარტო ლარი ეცემა, არამედ მთავრობის ნდობა ეცემა. გულისწუხილს გამოვხატავ, ვინაიდან მეც ვიყავი ამ ხელისუფლების ნაწილი და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენც გვქონდა აღებული... რატომაც საზოგადოებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დაგვიჭირა ჩვენ მხარი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობა იმ დაპირებებს არ ასრულებს. როდესაც ქვეყანაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მსგავსი უმსგავსობა ხდება და ხელისუფლება არ არის მზად, რომ სამართლიანობა აღადგინოს, არც ვადამდელი არჩევნებია გამორიცხული და არც რაიმე სხვა უბედურება. დღეს სახელმწიფოს მართავენ არაკომპეტენტური ადამიანები. ქართული ოცნებიდან ჩვენი წამოსვლით ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეეჯახა ეს ხელისუფლება. ყოველდღიურად ვაწყდებით, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად დავარდნის პირას არის, ლარის გაუფასურება ხდება, სრული კატასტროფაა. არ მინდა აპოკალიფტური სურათი დავხატო, რომ  ქვეყანა არის უფსკრულის პირას, მაგრამ, ბევრიც არ უკლია, იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის მზად იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყვანოს სახელმწიფო ამ კრიზისიდან. დღევანდელი მთავრობა პრაქტიკულად დევალვირებულია და მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებისგან.

აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ კურიერში საუბრისას.

კომენტარები